დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა

დავით კაკაბაძის საიუბილეო წლის შემაჯამებელი ექსპოზიცია, რომელიც მხატვარს სხვა რაკურსით გაგაცნობთ.

ხვალ რუსთაველის 18 ნომერში გაიხსნება გამოფენა, რომელიც მხატვრის ოჯახის არქივში დაცულ და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ მასალებს აერთიანებს. დაგეგმილია დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაციაც. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუზეუმში, კერძო კოლექციებში, ასევე ოჯახსა და თეატრში დაცული ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.