დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი საქართველოს ელჩი დაიბარეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვა უახლოეს დღეებში მოიხსნება და მომლოცველები თუ ტურისტები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

თემის დეტალები „მოამბეში“.