დავით გარეჯის საქმე - პოლიტიკური შეფასებები

რეზონანსული საქმე, რომელიც სამართლებრივ სივრცეს გასცდა.

პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება საზღვრების საქმეზე დაწყებული ძიების გარშემო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც თავდაცვის მინისტრმა 1938 წლის რუკის ორიგინალის მოძიების ისტორიაზე ვრცლად ისაუბრა და ოპოზიცია გვარების დაკონკრეტების გარეშე სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში დაიწყო დავით გარეჯის სადავო ნაწილის გარშემო კარტოგრაფიული მასალების ძიება, ამ ყველაფერს კი წინ ექს-პრემიერსა და და არქიმანდრიტ კირიონს შორის დიალოგი უძღოდა.

თამუნა წიკლაური გაგვაცნობს, როგორ ჩამოიტანეს უცხო ქვეყნების არქივებში ნაპოვნი მასალები საქართველოში.