სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვდნენ. ადვოკატების ნაწილისთვის ცნობილია საქმის ახალი მასალები, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება დევს. ნოღაიდელის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
რა ჩვენებას აძლევს ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ხათუნა გაგნიძე გაგვაცნობს.