დავით გარეჯის საქმე - პროკურატურის გამოხმაურება

პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პროკურატურა ეხმაურება.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ეს განცხადებები, მელაშვილის მხრიდან ბრალის ფაქტობრივი აღიარებაა.

თავად ივერი მელაშვილს განმარტებების გაკეთება დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა.