დავით გარეჯის საქმე 

ფართოვდება იმ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სია, რომლებსაც საზღვრების გახმაურებულ საქმეზე კითხავენ.

გამოძიებისთვის სადავო შეთანხმება 2006-2007 წლების პერიოდს ეხება, შესაბამისად პროკურატურას კითხვები ამ პერიოდის ჩინოვნიკების მიმართაც აქვთ. მათ შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 14 წლის წინ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენ სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობდა, ასევე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამბობს, რომ 1938 წლის რუკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. რომელი წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა სამთავრობო კომისიას – 82 წლის წინანდელი და ერთი 200 000-იანი მასშტაბის რუკით, თუ ამავე წლის, მაგრამ ერთი 500 000-იანი მასშტაბის და 70-80-იანი წლების რუკებით, რომლებსაც დაკავებული ექსპერტ-კარტოგრაფები დაეყრდნენ.

1938 წლის რუკის ახლადმოპოვებული დედანი, რომელიც გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა, შვიდმა ექსპერტმა შეისწავლა. ერთ-ერთ მათგანს დღეს ხათუნა გაგნიძე ესაუბრა.