დავით გარეჯის საქმე

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა. საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსული პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის ფარული მიყურადების აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ დაკავებულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღდეგ ზემდგომი მაღალი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ აქამდე არსებულ საბრალდებო დოკუმენტს მხოლოდ ორი სიტყვა დაემატა და სასამართლოს ის ბრალდებულთა წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გახმაურებულ საქმეზე, – ხათუნა გაგნიძე დეტალებით.