დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტება ხდება. ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან. ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს ჩაინიშნა.