დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურაში კი ამ ეტაპზე გამოძიება სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ თავმჯდომარე და  საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გელა ბეჟუაშვილის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე  გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს.  დასრულდა თუ არა მანჯგალაძის გამოკითხვა? – ხათუნა გაგნიძის ჩართვა პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში.