დავით გარეჯის საქმე

12:23, 30.11.2020

დავით გარეჯის საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი.

სხდომაზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ. ადვოკატები ითხოვენ, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმროთი შეიცვალოს. მათი განცხადებით, დაკავებულებს ორასზე მეტი პირი თავდებში უდგება. დღესვე ადვოკატები წარადგენენ დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც მათი მტკიცებით დგინდება, რომ ის რუკა, რაზეც გამოძიება ედავება არარელევანტური იყო. პარალელურად, სასამართლოსთან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

მსგავსი