დავით გარეჯის საქმე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას, ადვოკატებმა საქმის ახალი მასალები გააცნეს. როგორც უფლებადამცველებმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადეს, ილიჩოვას საქმეში არსებული ახალი ჩვენებები გააცნეს და ძირითადი საუბრის თემა კვლავ კარტოგრაფიულ რუკებს შეეხებოდა. ადვოკატების თქმით, ნატალია ილიჩოვას პოზიცია უცვლელია და ის თავს უდანაშაულოდ ცნობს.