დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის თემაზე საჯაროდ აღარ ისაუბრებენ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი არის საქართველო და ამ თემაზე სატელევიზიო საუბრები საკითხის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს.

საკითხს გამოეხმაურა გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრიაც. მისი თქმით, დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და აქ რაიმე კითხვის ნიშნის დასმა არ შეიძლება.