დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია მიმდინარეობს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. ისინი ადგილზე მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან რაგბის კლუბ „იუნკერების“ მოთამაშეები, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები.

არ არის გამორიცხული, ადგილზე მოძრაობამ ატოცის მსგავსად პატრულირება დაიწყოს.