დავით გარეჯის სადაო მონაკვეთზე საექსპერტო ჯგუფების შეხვედრა დაიგეგმა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთზე საექსპერტო ჯგუფების შეხვედრა 19-23 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი მესაზღვრეების რაოდენობა, რაც 14 ივლისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეები ახლა ვითარების საბოლოო განმუხტვასა და დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მუშაობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ბაქო და თბილისი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე აქტიურად თანამშრომლობენ.