დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ტექნიკა გაყვანილია

21:15, 25.05.2019

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ტექნიკა გაყვანილია და გზის გაყვანის სამუშაოები აღარ მიმდინარეობს, ადგილზე დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები ორი დღის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც    რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სხდომაზე ქართულმა მხარემ მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.

მსგავსი