დავით გარეჯის კოპლექსი - პრემიერის განცხადება

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ხვალიდან სამღვდელოებისთვის გაიხსნება. ამ შედეგით დასრულდა საქართველოს პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში.

ტურისტებისა და მრევლისთვის ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვების მოხსნას მოლაპარაკების შემდეგ ეტაპად აცხადებს ოფიციალური თბილისი. გადაწყვეტილებით კმაყოფილია საპატრიარქო. სწორედ პატრიარქმა მიმართა ბაქოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლების პირველ პირებს და სადავო სასაზღვრო ზონაში მოქცეული მონასტრების ტერიტორიაზე სტატუს-ქვოს აღდგენა ითხოვა.

რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, წლების შემდეგ ხელახლა დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია მომდევნო შეკრებას საქართველოში გამართავს.

სადავოა საზღვრის 1/3. საკითხის გადაწყვეტამდე მმართველი გუნდის ყველა მხარეს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.