დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

შეთანხმების მიუხედავად, დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ „მოამბეს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია უკვე დადასტურებულია.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შეთანხმება შედგა, რომ სამუშაოები უნდა შეწყვეტილიყო, დღეს მას აცნობეს, რომ ადგილზე სპეციალური ტექნიკა შეიყვანეს. გუშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი, ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და აზერბაიჯანის მხარეს გზის სამშენებლო ტექნიკა უნდა გაეყვანა.