დავით ფეიქრიშვილს პროკურატურის გამომძიებლები კითხავენ

21:47, 26.10.2026

დავით ფეიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

საავადმყოფოში იმყოფებიან პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები, რომლებიც ფეიქრიშვილს ადვოკატთან ერთად კითხავენ. პატიმრის ოჯახის მტკიცებით, მასზე ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადეს. პატარიძის გადადგომას ოჯახი საკმარისად არ მიიჩნევს და სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომასაც ითხოვენ. დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ ჯერ 19 ოქტომბერს შეიყვანეს და მოგვიანებით ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე დღეს კი დაკავებული სხვადასხვა დაზიანებით კვლავ „ვივამედში“ დააბრუნეს.

მსგავსი