დავით ევგენიძის შეხვედრა მოსწავლეებთან
ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკოსი დავით ევგენიძე შეხვდა. შესრულდა მისი მუსიკალური ნაწარმოებები. ისაუბრეს მუსიკისა და ზოგადად ხელოვნების შესახებ. ღონისძიება რეზო კლდიაშვილის ინიციატივის, „სემინარების ციკლის“ ფარგლებში მოეწყო. ანალოგიური შეხვედრა უკვე გაიმართა ზაზა აბაშიძესთან, სანდრო ნონეშვილთან და ესმა მანიასთან.