დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში მოუსმენენ

„რუსთავი ორის“ დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, პარლამენტში მოუსმენენ. ისინი  საკანონმდებლო ორგანოში საჯარო ფორმატში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან. კანონმდებლების განცხადებით,  ,,რუსთავი‘’2-ის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია  საკითხის საჯარო სივრცეში  განხილვა. რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან შეხვედრას, მმართველი გუნდი და ოპოზიცია არ გეგმავს.