დავით დვალი პარლამენტში მისვლას გეგმავს

რუსთავი-2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, მზად არის პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი თქმით, თემაზე საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო. შეგახსენებთ,  დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე კოლეგასთან ერთად,  პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს. ამის შესახებ კობერიძემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.