დავით ცუხიშვილის გამოკითხვა

მირზა სუბელიანის საქმეზე გვიან ღამემდე კითხავდნენ დავით ცუხიშვილს. პროკურატურის შენობა მან კომენტარის გარეშე დატოვა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ასევე გამოიკითხა ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. დეპუტატის ინფორმაციით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, შეხვდა თუ არა ის მირზა სუბელიანს გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.