ოლიმპიურ მუზეუმში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებმა ლეგენდარული მოჭიდავის შესახებ ისაუბრეს, ნაჩვენები იქნა თამარ ბალავაძის სატელევიზიო ფილმი დავით ციმაკურიძეზე. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც წარმატებას 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე მიაღწია.