პარტია ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვა შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა პარლამენტში. ოფიციალური განცხადებით, დეპუტატის გარიცხვის მიზეზი, თანაგუნდელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და პარტიის ინტერესებისა და იმიჯის დაზიანება გახდა. მმართველი გუნდის უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს უბრალოდ არ სიამოვნებთ სიმართლის მოსმენა.
იზიარებენ თუ არა ჭიჭინაძის პოზიციას ქართული ოცნების სხვა წევრები და რამდენად მოსალოდნელია ქართულ ოცნებას სხვა წევრებიც გამოაკლდნენ? – დეპუტატებს შორენა ხვიჩია ესაუბრა.