დავით ჭიჭინაძის განცხადება

„ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება, დეპუტატი მიიჩნევს, რომ სერიოზულად არც გახარიას აღიქვამენ და არც მამუკა ბახტაძეს. ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, დეპუტატი ოთარ დანელია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, გონიერი ადამიანია და მსგავს წინადადებას არ დათანხმდება.