დავით ჭიჭინაძის ბრიფინგი

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სამსახურიდან განთავისუფლებული მეხანძრე მაშველების პრობლემების შესახებ საუბრობს.

მისი განცხადებით, 2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით მეხანძრე მაშველები სტრუქტურულად მუნიციპალური ერთეულების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ და ისინი არა სამხედრო მოსამსახურეებად, არამედ სამოქალაქო პირებად ითვლებოდნენ. მისი ინფორმაციით, მეხანძრეებს, რომლებსაც 55 წელი უსრულდებათ, სამსახურიდან  ათავისუფლებენ და არასაკმარისი სამხედრო სტაჟის გამო 65 წლამდე ვერ იღებენ კუთვნილ პენსიას.