დავით ჭიჭინაძე დაგეგმილ აქციას ეხმაურება

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, ოპოზიციის მიერ ხვალისთვის დაანონებული აქცია შეაფასა. მისი თქმით, კანონპროექტის ჩაგდებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას აფორიაქების საფუძველი მისცა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხისთვის მიცემული დაპირება შეასრულოს და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს.

დატოვე კომენტარი