დავით ბაქრაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

12:19, 17.09.2018

გორიდან მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა. სოფელ თამარაშენიდან დევნილი პირველკლასელი გიორგი ნანუაშვილი დავით ბაქრაძემ თავად მიიყვანა გორის რაიონის მე-2 საჯარო სკოლაში. პატარა გიორგი ომის ვეტერანის, იოსებ ნანუაშვილის შვილია, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა.

მსგავსი