დავით ბაქრაძე თელავის მცხოვრებლებს შეხვდა

თელავში შეხვდა მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებაზე, საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე, პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე და დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.