დავით ბაქრაძე სოფელ ზეღულეთის მცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ზეღულეთის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივების თქმით, სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ და ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნონ.