დავით ბაქრაძე სოფელ ობჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობასთან ჩავიდა.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.

რომან დათუაშვილი ამბობს, რომ ოჯახის სიდუხჭირის გამო, მისი მეუღლე 10 წელია წასულია იტალიაში, სადაც მომვლელად მუშაობს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ობჩას მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა პრიორიტეტებს გულისხმობს.