დავით ბაქრაძე სოფელ ნასამხრალის მცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს თელავის რაიონში სეტყვისგან დაზარალებულ სოფელ ნასამხრალში იმყოფებოდა.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ. მისი თქმით, ადგილობრივების მოთხოვნა საბანკო კრედიტების გადავადება და შხამქიმიკატების შეძენაში დახმარებაა.