დავით ბაქრაძე საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გორში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა. ადგილობრივების თქმით, დევნილთა დახმარების მიღების შემდეგ, სახელმწიფო მათ სოციალურ შემწეობას აღარ აძლევს.

დავით ბაქრაძემ დევნილებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, დევნილების დახმარება უნდა გაიზარდოს და ამის პარალელურად, არ უნდა მოხდეს სოციალური შემწეობის შეწყვეტა.