დავით ბაქრაძე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ჩავიდა და არსებულ ვითარებას გაეცნო

ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ჩავიდა და არსებულ მდგომარეობას  გაეცნო. დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში უსამართლოდ ხდება სოციალური დახმარების მოხსნა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ვითარება ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებშია, რადგან მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემების გარდა, ოკუპანტებთან გამკლავებაც უხდებათ.