დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მოსახლეობასთან ჩავიდა. დავით ბაქრაძე  ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

მისი განცხადებით, მოსახლეობის ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა. ბაქრაძემ სოფელ ბუკნარის მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმებას ეხება.