დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რომლის ძირითადი მიმართულებები, პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდა, დევნილთა პრობლემების გადაჭრა, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაა.

ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი და ის ხალხის პრობლემების მოგვარებით უნდა იყოს დაკავებული.