დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს სპორტის სასახლეში შეხვდება

„ევროპული საქართველო“ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავს. პარტიის მხარდამჭერები თბილისში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვლენ.

საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. „ევროპულ საქართველოს“ და მის კანდიდატს დავით ბაქრაძეს მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი. ლანდსბერგისი შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართავს.