დავით ბაქრაძე მარტვილში მხარდამჭერებს შეხვდა

 “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე  წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნები ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

შეხვედრის ვიდეომასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.