დავით ბაქრაძე ხობის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხობის რაიონში, სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

დავით ბაქრაძესთან საუბარში ნანა ჩარკინა-ძიძარია აცხადებს, რომ პენსია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ჰყოფნით. “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფელ ხეთაში მცხოვრებ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.