დავით ბაქრაძე კახეთის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახეთის მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძე გურჯაანში დეპუტატებთან ერთად საარჩევნო შტაბის ავტობუსით ჩავიდა.

მოძრაობის საარჩევნო შტაბი ყველა რეგიონს მოივლის. ბაქრაძემ ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.