დავით ბაქრაძე ჯიპას სტუდენტებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ჯიპას სტუდენტებს შეხვდა.

დავით ბაქრაძემ და ახალგაზრდებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, პოლიტიკურ გარემოზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესებში მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქტუალური საკითხების განხილვის გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სტუდენტებს პროგრამის ის პრიორიტეტიც გააცნო, რომელიც საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტების დაფინანსებას ეხება.