დავით ბაქრაძე გორის მცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გორში იმყოფებოდა.

დავით ბაქრაძე მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო მძიმე სოციალურ პირობებს და მოხსნილ სოციალურ დახმარებებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.