დავით ბაქრაძე ფოთში მხარდამჭერებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ამჯერად ფოთში შეხვდა.

მოსახლეობა უმუშევრობაზე, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. ერთ-ერთ პრობლემად რჩება სოციალური დახმარება. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს.

შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს დავით ბაქრაძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, ასევე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება.