დავით ბაქრაძე ბერძენ დეპუტატს შეხვდა

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს განიხილავს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.

დავით ბაქრაძე დღეს ბერძენ დეპუტატს, საბერძნეთის პარტია „ახალი დემოკრატების“ ემიგრაციის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს, მილტადის ვარვიოციოტისს შეხვდა.

ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლიეტუველ დეპუტატსაც.