დავით ბაქრაძე ბათუმის მცხოვრებლებს შეხვდა

აჭარაში იმყოფებოდა დღეს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

დავით ბაქრაძემ ბათუმის  მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები, თუმცა ის დაპირისპირების გარეშე უნდა განხორციელდეს.