დავით ბაქარაძე სალიბაურში ადგილობრივებს შეხვდა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სოფელ სალიბაურში ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობამ ყურადღება  სასმელი წყლის, მიწების დაკანონებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ გაამახვილა.

დავით ბაქრაძის თქმით, სოფელში წყალი მხოლოდ წვიმის შემდეგ, ისიც მღვრიე და ჭუჭყიანი მოდის და მისი გამოყენება შეუძლებელია.