დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეშია შექმნილი. გიორგი ჩუბინაშვილის კვლევით, იგი ბაგრატ მესამის ეპოქას – საქართველოს გაერთიანების ხანას მიეკუთვნება. შემდგომში კი მეფე დავითს თან ახლდა ყოველ დიდ ბრძოლაში.

საუკუნეების განმავლობაში სიწმინდე გელათის მონასტერში ინახებოდა. 1921 წელს იგი ქართულ საგანძურთან ერთად საფრანგეთში გახიზნეს, 1945 წელს კი, ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებით, სამშობლოს დაუბრუნდა. დღეს ეს უნიკალური ნიმუში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია