დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული არტეფაქტების ამოღება

აღმოჩენილია ისტორიული მონეტა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და შეუფასებელია. დავით აღმაშენებლის პერიოდის ორიგინალ მონეტას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მოქალაქემ მას უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს მიკვლია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისტორიული მონეტა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოიღო.