დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ქუთაისში

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.

დავითობის“ აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, ასევე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. ღონისძიებაზე შესრულდა „მრავალჟამიერიც“.