დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა.

პარალელურად, დედაქალაქში გაიმართა მსვლელობა, რომლის მონაწილეებმაც დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. დავითობა აღინიშნა რეგიონებშიც.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.